ელექტრონული ტენდერი ავტომანქანების შესყიდვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 15 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 24 ივნისს დაიწყება და 27 ივნისს, 12:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2017 წლისა, ნებისმიერი ფერის (გარდა შავისა), მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყაზბეგის მერიას ავტომანქანები ხელშეკრულების დადებიდან მაქსიმუმ 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.